მადლობა!

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლების – სალომე ჩუხუას, გვანცა მეზურნიშვილის, ალექსანდრე ხუციშვილის, ვახტანგ დოლიძისა და ზურა ნარიმანიძის სიცოცხლის გადარჩენისათვის, საჯაროდ ვუხდი მადლობას ჩვენს პატრულს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს დავით ცინარიძეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გოგა ჭანტურიას, კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ბესო ამირანაშვილს, კახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს დიმიტრი მაისურაძეს და მის მოადგილეს ირაკლი ლილუაშვილს, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს მიხეილ კალაძესა და მის მოადგილეებს დავით მამრიკიშვილსა და ამირან ვერულაშვილს, განყოფილების უფროსებს შმაგი ცირეკიძესა და ირაკლი კაპანაძეს, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსს დავით ჭიაბერაშვილს, მის მოადგილეს შალვა გოგოლაშვილს (მადლობა, ბატონო შალვა!), პატრულ-ინსპექტორებს შალვა მათოზაშვილს, ბიძინა გავარდაშვილს, კახაბერ  როსტომაშვილს, მამუკა ქისტაურს, რიგით ილია ესაიაშვილს, ინსპექტორ ლაშა შავლოხაშვილს, კახეთის სამაშველო სამსახურის უფროსს გიორგი რუაძეს, მის მოადგილეს მიხეილ ოსოშვილს, სპეციალისტებს ფრიდონ სადუნიშვილს, გურამ გიგოლაშვილს, მიხეილ კაპანაძეს, დავით გიგიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ქაწაშვილს, და ყველას ამ სამსახურებიდან, ვისი გვარიც შეიძლება ახლა არ ვიცოდე…

სპეციალური მადლობა კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს და გუბერნიის სამაშველო სამსახურს!

თბილი მადლობა წყალსაცავის დარაჯს, რომელიც წყლის დაკეტვაში დაგვეხმარა…

მადლობას ვუხდი ჩემს მოადგილეებს ალეკო ტაბატაძეს, რომელიც ყოველ წუთს ყველა მხრიდან შემოსულ ინფორმაციას აკოტროლებდა, ერთმანეთთან აკავშირებდა და მომდევნო ნაბიჯებს გეგმავდა, ძვირფას მიშა სარჯველაძეს, რომელმაც გვირაბში პირველმა მიაწვდინა კატასტროფაში მყოფებს ადამიანის ხმა და გაამაგრა ისინი, ასევე სააგენტოს კარგ ხელმძღვანელს – შიო ხეცურიანს, რომელიც ბოლო ტოვებს გვირაბს როგორც გუნდის კაპიტანი, გიორგი ჯაშს და სააგენტოსა და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი აჩვენა გუშინ.

დიდი მადლობა სასწრაფოს მომღიმარ წვერებიან კეთილ ექიმს და ღუდუშაურის კლინიკას!

ალდაგმა შეირცხვინა მხოლოდ თავი, მაგრამ ერთი უარყოფითი ხომ უნდა ყოფილიყო ადამიანთა სოლიდარობის ამ დიდ ძალისხმევაში, რომელიც გუშინ ყველამ დიდი სტრესის პირობებში ვიხილეთ…

როგორც ბატონმა სერგეენკომ მითხრა გუშინ, ძალიან გაგვიმართლა, რომ თუნდაც ჰიპოთერმიით არ დავიღუპეთ…

Advertisements