2018 will be a big year for Georgia!

In 2016 the partner governments and civil society organizations elected Georgia to serve as the Co-Chair of Open Government Partnership (OGP) – granting a great honor and responsibility. Starting from October, 2017, Georgia serves as a lead co-chair of the OGP – an international initiative of 75 countries and 15 cities that strive to achieve deeper democracy.

In this challenging times for democracy, we decided to dedicate our chairmanship term to strengthen the basics of open government – to ensure peoples’ opportunity to influence governmental decisions that affect their daily lives.

Since its inception, OGP participating countries have translated many challenges into success stories: more open data is now available, access to information and traditionally closed archives are now more accessible, beneficial ownership falls under the transparency regime, countries join efforts to implement collective actions enshrined in the Sustainable Development Goals (SDGs) and the Paris Declaration etc. Georgia has also taken important steps so far: we reformed the freedom of information system; opened up our National Archives; created the first Open Data Portal in Georgia; made statistical data on surveillance publicly available; included citizens in public service delivery, allowed citizens to issue electronic petitions to the Government etc.

Along with promoting a movement forward in various directions and acknowledging achievements thus far, as a lead co-chair, we are working to remind OGP governments that we are pursuing a simple but powerful goal: to better serve and empower our citizens. Hence, closing the feedback loop in designing and implementing OGP reforms is high in our agenda.

The way we chose to do OGP at the national level is a story of trust-building between the government and the public. Georgia is at the crossroads of Europe and Asia, meaning that we will be devoted to play a leading role in different regions of OGP.

The Government of Georgia and Mukelani Dimba – our co-chair from civil society side, have carefully chosen several key thematic areas for our term as co-chairs to ensure that OGP reforms have meaningful impact on citizens’ lives.

We have identified four strategic goals, each involving activities that touch citizens’ lives every day:

Goal 1: Strengthen co-creation and citizen engagement

Goal 2: Advance transparency and the fight against corruption

Goal 3: Generate innovation in public service delivery

Goal 4: Build a better partnership

Bearing in mind the importance of these goals for international community, we decided that the OGP 5th OGP Global Summit will be focused on civic engagement, fighting against corruption, and public service delivery.

Georgia will host the 5th OGP Global Summit in Tbilisi, Georgia, on July 17-19, 2018. The Summit will be hosted by the Prime Minister of Georgia, Mr. Giorgi Kvirikashvili. The objective of the Summit will be to reinforce and create new alliances with the ambition to better serve our citizens. The Summit will be the ideal platform for promoting peer learning, inspiring new ideas, and pushing the reformers to address new challenges. The OGP summit will involve representatives from more than 70 countries: Heads of State and governments, ministers, public servants, members of parliament, local authorities, civil society representatives, international foundations, researchers, academia and journalists will gather in the capital of Georgia, Tbilisi, to promote their achievements and discuss the challenges in upholding the principles of open government.

Georgia is proud to be among a very few countries that has all three branches of the government fully involved in OGP process – the Government of Georgia, being in charge of the whole processes; the Supreme Court of Georgia, making the surveillance data open to all; the Parliament of Georgia, implementing a standalone OGP Action Plan and Tbilisi, that has joined OGP through its subnationals’ program. Additionally, 5 municipalities joined the 3rd National Action Plan of Georgia as recommended by a wide public. We are keen to use the Summit as a platform to share our experience of joining forces to ensure open governance on the ground.

We strongly believe that OGP is a powerful global movement for achieving openness and deeper democracy. Now is a remarkable time for the Partnership, and we hope to drive ambition up and go beyond our achievements.

We will meet soon in Tbilisi.

საქართველოში სამართლის უზენაესობის დამკვიდრების საქმეში იუსტიციის სამინისტროს და ადვოკატებს ერთი მიზნები გვაქვს

tea ministri

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით, მაქვს პატივი მივულოცო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დაარსებიდან 10 წლის იუბილე.

ეს ათი წელი არაერთი სირთულით იყო სავსე. მთავარი პრობლემა კი, როგორც თქვენც, მეც და ჩემს ორივე მოადგილეს – ალექსანდრე ბარამიძესა და მიხეილ სარჯველაძეს, ყოფილ ადვოკატებს, კარგად გვახსოვს, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და დაცვის მხარის ინტერესის შესაბამისი სამართლებრივი რეფორმების განხორციელების შეუძლებლობა იყო.

დღეს, იუსტიციის სამინისტრო თქვენი პარტნიორია და ის თქვენთან ერთად ქვეყნის პროგრესისათვის მუშაობს. ჩვენს საქმიანობაში სამართლებრივ რეფორმებს მთავარი ადგილი უჭირავს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს მიერ არაერთი ისეთი  რეფორმა განხორციელდა, რომელიც ადვოკატებს ხელს უწყობს, უფრო ეფექტურად დაიცვან თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირები.

მაგალითად, ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა, ისე გაასაჩივრონ აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინება, რომ ამისათვის არ მოუხდეთ დროის მცირე მონაკვეთში დაცვის ქვეშ მყოფი პირის თანხმობის მოპოვება;

დაცვის მხარეს და, ბუნებრივია, მათ შორის, ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა იშუამდგომლონ ჩხრეკა-ამოღების ჩატარების თაობაზე;

ადვოკატებს აღარ აქვთ ვალდებულება ექსპერტის დასკვნა მაინცდამაინც სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებისაგან მოიპოვონ;

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმის კვალდაკვალ, დაცვის ქვეშ მყოფი პირები და მათი ადვოკატები აღარ არიან მთლიანად დამოკიდებული ბრალდების მხარის ნებაზე, რადგან მთელი პროცესი ახლა ბევრად უფრო გამჭვირვალეა და მოსამართლის როლიც ამ პროცესში ბევრად უფრო გაზრდილია;

ბევრად მეტი საპროცესო შესაძლებლობა გაიხსნა იმ ადვოკატების სასარგებლოდ, რომლებიც დაზარალებულის ინტერესებს იცავენ;

ადვოკატთა კორპუსს მიეცა უფლება, ღირსეულად წარმოადგინოს თავი საჯარო ხელისუფლების და საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელ სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში და ა.შ., რითაც ადვოკატებს ექნებათ შესაძლებლობა გავლენა იქონიონ სხვადასხვა დონის ორგანოების გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. ასეთივე უფლება ადვოკატებს ექნებათ სულ მცირე ხანში პროკურატურის საზედამხედველო ორგანოშიც – საპროკურორო საბჭოში, რომელიც “პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ ამოქმედდება;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და ცალკეული ადვოკატებიც მონაწილეობენ სხვადასხვა მიზნის და დანიშნულების უწყებათაშორისო საბჭოებში, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოში; ყველას გვახსოვს, მანამდე ეს შეუძლებელი იყო;

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადვოკატებთან სამართლის სხვადასხვა სფეროში საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების მიზნით. მათ შორის, ადვოკატებთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ ცვლილებები “არბიტრაჟის შესახებ” კანონში და ადვოკატთა ერთ-ერთ პროფესიულ გაერთიანებასთან ერთად ვმუშაობთ ცვლილებების პროექტზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

ყველა ამ ცვლილებასა და სიახლეზე ჩვენ სამი წლის წინ ერთად ვფიქრობდით, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის რეფორმის კომიტეტში, და არ გვეგონა, რომ მალე ეს შესაძლებელი გახდებოდა.

ცხადია, რჩება საკითხები, რომლებიც ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ მე მჯერა, ჩვენ ვიპოვით კომპრომისულ გზას, რომელიც ადვოკატს თავისი საქმიანობის სწორად და ეფექტურად განხორციელების საშუალებას მისცემს, ხოლო გამომძიებელს არ წაართმევს სამუშაო ინსტრუმენტს დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საქართველოში სამართლის უზენაესობის დამკვიდრების საქმეში ჩვენ ერთი და იგივე მიზნები გვაქვს. ამიტომაც გისურვებთ სიმხნევეს, ჩვეულ გამბედაობას, პროგრესულობას, ძალას მოთმინებისა და შრომისათვის, წარმატებებს, ბევრ გამამართლებელ განაჩენსა და მოგებულ საქმეს, ჯანმრთელობასა და წინსვლას!

მარად თქვენი გულშემატკივარი,

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით,

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი

მადლობა!

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლების – სალომე ჩუხუას, გვანცა მეზურნიშვილის, ალექსანდრე ხუციშვილის, ვახტანგ დოლიძისა და ზურა ნარიმანიძის სიცოცხლის გადარჩენისათვის, საჯაროდ ვუხდი მადლობას ჩვენს პატრულს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს დავით ცინარიძეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გოგა ჭანტურიას, კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ბესო ამირანაშვილს, კახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს დიმიტრი მაისურაძეს და მის მოადგილეს ირაკლი ლილუაშვილს, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს მიხეილ კალაძესა და მის მოადგილეებს დავით მამრიკიშვილსა და ამირან ვერულაშვილს, განყოფილების უფროსებს შმაგი ცირეკიძესა და ირაკლი კაპანაძეს, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსს დავით ჭიაბერაშვილს, მის მოადგილეს შალვა გოგოლაშვილს (მადლობა, ბატონო შალვა!), პატრულ-ინსპექტორებს შალვა მათოზაშვილს, ბიძინა გავარდაშვილს, კახაბერ  როსტომაშვილს, მამუკა ქისტაურს, რიგით ილია ესაიაშვილს, ინსპექტორ ლაშა შავლოხაშვილს, კახეთის სამაშველო სამსახურის უფროსს გიორგი რუაძეს, მის მოადგილეს მიხეილ ოსოშვილს, სპეციალისტებს ფრიდონ სადუნიშვილს, გურამ გიგოლაშვილს, მიხეილ კაპანაძეს, დავით გიგიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ქაწაშვილს, და ყველას ამ სამსახურებიდან, ვისი გვარიც შეიძლება ახლა არ ვიცოდე…

სპეციალური მადლობა კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს და გუბერნიის სამაშველო სამსახურს!

თბილი მადლობა წყალსაცავის დარაჯს, რომელიც წყლის დაკეტვაში დაგვეხმარა…

მადლობას ვუხდი ჩემს მოადგილეებს ალეკო ტაბატაძეს, რომელიც ყოველ წუთს ყველა მხრიდან შემოსულ ინფორმაციას აკოტროლებდა, ერთმანეთთან აკავშირებდა და მომდევნო ნაბიჯებს გეგმავდა, ძვირფას მიშა სარჯველაძეს, რომელმაც გვირაბში პირველმა მიაწვდინა კატასტროფაში მყოფებს ადამიანის ხმა და გაამაგრა ისინი, ასევე სააგენტოს კარგ ხელმძღვანელს – შიო ხეცურიანს, რომელიც ბოლო ტოვებს გვირაბს როგორც გუნდის კაპიტანი, გიორგი ჯაშს და სააგენტოსა და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი აჩვენა გუშინ.

დიდი მადლობა სასწრაფოს მომღიმარ წვერებიან კეთილ ექიმს და ღუდუშაურის კლინიკას!

ალდაგმა შეირცხვინა მხოლოდ თავი, მაგრამ ერთი უარყოფითი ხომ უნდა ყოფილიყო ადამიანთა სოლიდარობის ამ დიდ ძალისხმევაში, რომელიც გუშინ ყველამ დიდი სტრესის პირობებში ვიხილეთ…

როგორც ბატონმა სერგეენკომ მითხრა გუშინ, ძალიან გაგვიმართლა, რომ თუნდაც ჰიპოთერმიით არ დავიღუპეთ…

მოლაპარაკება საკუთარ სიკვდილზე ჰუმანიტარული მიზნებისათვის

32

ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს ჩემი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე ეთნიკური ნიშნით ჯგუფიდან გამოურჩევია და მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ჩვენს დაღუპულ გმირებთან ერთად დღეს იმათაც მსურს მივაგო პატივი, ვინც გადარჩა და ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ დღევანდელი ბრძოლა სულ სხვა ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა შერიგებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ომი არასოდეს არ განმეორდეს.

შერიგების და გამთლიანების იმედს კი სწორედ ეს ფოტო და მისი ისტორია იძლევა.

გოჩა ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ტყვარჩელი ქართველ მეომრებს ალყაში ჰყავთ. გაერო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ცდილობს ალყაში მოხვედრილი მოსახლეობისთვის. გოჩას ხელმძღვანელობა ავალებს სოჭში მოლაპარაკებები აწამოოს ტვირთის შეტანის პირობების შესახებ. გოჩაც, იღებს თავის დიპლომატს, რომელშიც საწერი ქაღალდები უწყვია, და მიდის ვაზიანიდან სოჭში. დიდი ხნის რთული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსი სამხედროები, გაეროს შვედი გენერალი, წითელი ჯვარი და გოჩა ფორმატზე თანხმდებიან. ფორმატი ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად ყველა ამ მხარის ტყვარჩელში შეფრენას გულისხმობს.

მოლაპარაკება საკუთარი სიკვდილის შესახებ ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ესაა ის, რაშიც გოჩა ლორთქიფანიძე სოჭში მონაწილეობას ღებულობს და თანხმდება. საგარეომ ეს შედეგი არ იცის, იცის მხოლოდ ის, რომ წარმომადგენელი მიავლინა მოლაპარაკებებზე.

ტყვარჩელში დაფრენილ სამ ვერტმფრენს აფხაზების გამწარებული ტალღა შემოერტყა გარს და იქიდან გადმოსული პირები აიტაცა. გოჩა რომ ქართველია ეს იციან. მთავრობას რომ წარმოადგენს ესეც. რუსმა გენერალმა გამწარებულ აფხაზებს გადაულაპარაკა, რას მერჩით, ია ჟე ნე გრუზინ, რებიატაო. მთავარი აგრესია გოჩაზეა და წითელი ჯვრის ქართველ წარმომადგენელზე, ვოვა მესხზე, მაგრამ თუ მოკლეს, საერთაშორისო ორგანიზაცია მაინც მოითხოვს მასზე პასუხს, რაც მაინც შეღავათია.

ტვირთი ჩამოიცალა, მარგამ ხალხი მაინც აგრესიულია და პასუხს ითხოვს ქართული მთავრობისაგან. მთავრობა კი გოჩაა. მიგვიშვითო, იძახიან. უცებ, საიდანღაც გოჩას ჯგუფელი სოხუმის უნივერსიტეტიდან, აფხაზი თემურ ერქვანია გამოჩნდა, ავტომატით ხელში და მისკენ გამოემართა. ქართული სისხლი აქვს ხელებზე, გაიფიქრა გოჩამ, რომლისთვისაც სიკვდილი ამ დროს სიბერესთან უკვე აღარაა დაკავშირებული. ერქვანიასგან მარჯვენა ხელი წამოვიდა ავტომატის გარეშე, გამარჯობის ნიშნად, რომელსაც გოჩამ საკუთარი შეაგება და უთხრა : “ანცშვამ განგვსაჯოს”. პასუხად ერქვანიამ თავისი ჯგუფელი დაცვის ქვეშ აიყვანა და გაგიჟებული მოსახლებისთვის რომ მოერიდებინა, აეროდრომის შენობაში შეაცილა. მაგრამ ერქვანია წავიდა, საქმე აქვს და არ სცალია, ქალაქი ალყაშია.

ლორთქიფანიძე და მესხი ბოევიკებმა ჩაიბარეს და ცალკე მოათავსეს. აფხაზი ქალი ახსენდება გოჩას, რომელიც ეუბნება, რომ არ ინერვიულოს,   რომ ყველაფერი კარგად იქნება… ომი აბსურდია, მტერი პირობითი სიტყვაა ომშიო, ამბობს გოჩა დღესაც. ამის შეგნებამ მიმიყვანა იქამდე, რომ რაკი გადავრჩი კონფლიქტების მოგვარებაზე მემუშავა და დიპლომატიაში დავრჩენილიყავიო, მიხსნის. ტყვარჩელში მტრის განცდა არ მქონია, ვხედავდი როგორ კლავდა ჩემი ერის ერთი ნაწილი მეორესო…

რამდენიმე ხანში ორი ქართველის გაყვანა დაიწყეს. აი ეს არის სწორედ ამ ფოტოზე, გაყვანა, რომელიც როიტერის ფოტოგრაფმა სამუდამოდ აღბეჭდა ფირზე.

გაყვანის დროს, ვერტფრენებმა აფრენისთვის მზადება დაიწყეს. რუსიც, შვედიც, და სხვებიც ყველა ვერტმფრენში შევიდა. მხოლოდ ორ ქართველს არ აქვს უკან გზა. ისინი გაჰყავთ.

გოჩა ქვასავით მშვიდია ამ ფოტოზე. ეს ყველა იმ ქართველი გმირის სიმშვიდეა, რომელიც ომში დახვრიტეს. არც ერთი აღელვებულა, არც ერთს დაუჩოქია.

ცოტა ხანში, აფრენილი ვერტმფრენის კარი გაიღო და იქიდან შვედი გენერალი გადმოხტა. გაიქცა. ბოევიკი შემოაბრუნა და თავისი ჯავშანჟილეტი გოჩას შემოახვია, თან მესხიც გაიყოლა.

გაეროს ვერ ესროლეს. გენერალი პერ კალსტრომი დღესაც ცოცხალია.

გოჩა ლორთქიფანიძის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას აფხაზეთიდან პროფესორი რეზო კაცია სიამაყით გამოეხმაურა ფეისბუქზე და თქვა, რომ ამ წარმატებაში მისი წვლილიცაა. სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოჩა ლორთქიფანიძე რაც გახდა საქართველოს მთავრობისათვის, ამაში აფხაზეთის დიდი წვლილია. ამიტომაც მეამაყება გოჩა განსაკუთრებულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისას წარმოადგენს ის იუსტიციის სამინისტროს, თუ ჟენევის ფორმატში, სადაც ნდობის აღდგენაა მთავარი მიზანი.

აგვისტოს ომი სტრასბურგში

2008 წლის 8 აგვისტოს დილაა, 9 საათი ხდება, სასამართლოს მაღალჩინოსანთან ვითხოვე წინა საღამოს შეხვედრა და კიბეებზე ავდივარ. გლდანში ერთი პატიმარი ზის, საქმეში დარღვევებია, მოსახსენებელი მაქვს. შევდივარ, მეგებება, მუდამ კარგ ხასიათზე მყოფი. უფროსები არ უყვართო, ასეა ცნობილი. მე კი ეს ადამიანი რატომღაც მიყვარს. მერე რა, რომ როხროხაა და ნერვებსაც მიშლის ხანდახან, ასე რომ არ იყოს, უფროსი არ იქნებოდა. ალბათ იმიტომ მიყვარს, რომ გადაწყვეტილებებში ერთდროულად წინდახედული და მამაცია, ასეთი ადამიანები კი დღევანდელ სამყაროში უმცირესობაში არიან. უკვე ხანშია შესული. ამ დროს ის ჯერ არ ვიცი, რომ ჩემზე ადრე დატოვებს სასამართლოს და პენსიაზე ვადამდე გაეშურება. როგორ დამღალეთო, იტყვის.

აბა მითხარიო, მეუბნება. ვხვდები, რომ პატიმარზე საუბრის ნაცვლად, სხვა რაღაცის თქმას ელის ჩემგან, რადგან წინა ღამე ყველასთვის ერთი და იმავე საშინელი ახალი ამბით სავსე ღამე იყო. კითხვიანი თვალებით შევხედე და ხმას ვერ ვიღებ. ამის პასუხად თავად მეუბნება: „მანქანაში რადიოს ვუსმენდი. კი მაგრამ, რა ბუზმა უკბინა?“ დიდხანს ვისაუბრეთ. გამაგრდიო, მითხრა.

გავიდა საშინელი დღეები.

11 აგვისტოა, სამუშაო დღე დასრულდა. აქ გვიანამდე ვრჩებით ყოველთვის, რადგან ქართული ციხეები გატენილია პატიმრებით, უამრავი საქმეა განსახილველი და გადაწყვეტილება დასაწერი, რომლებსაც, პატიმრების შემთხვევაში, კონვეიერის წესით ვაგზავნით საქართველოში: „წელმოწყვეტილია ამა და ამ საკანში, მიუჩინეთ მომვლელი“; „ჰეპატიტი აქვს, ღვიძლი უკვე ეშლება, განიხილეთ ვადამდე გათავისუფლების საკითხი“; „ტუბერკულოზიანი პატიმარი სულს ებრძვის, მიეცით შინ სიკვდილის უფლება“… დაახლოებით ასეთი შინაარსისაა თითქმის ყველა გადაწყვეტილება ამ ე.წ. „შუალედური ღონისძიებების“ შესახებ. მეორე მხარეს მოპასუხე, ვინც ეს უნდა შეასრულოს, მაშინდელი იუსტიციის მინისტრია. ნუ იქნება ოღონდ სტრასბურგში ბუნტი-ს პრინციპით, ძაღლუმადურად, მაგრამ მაინც ყოველთვის ასრულებს, მაგრამ რად გინდა. კაცი სიკვდილამდე არ უნდა მიიყვანო, ესაა მთავარი.

მიუხედავად ასეთი დატვირთულობისა, ამ დღეს ვერ ვძლებ გვიანამდე და რვა საათისკენ სახლში მივდივარ. გზაში ტელეფონი რეკავს. ქართული ნომერია. მანქანას ვაჩერებ და ვპასუხობ. იუსტიციის სამინისტროა, ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში. „დიდხანს ვერ გესაუბრებით. გვიბრძანეს სახელმწიფო შენობების ევაკუაცია, ტანკები თბილისთან არის მომდგარი. გაცნობებთ ტელეფონით, რომ ამ დღეს და ამ საათზე, შემომაქვს საქართველოს სახელით საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ და სახელმწიფოს სახელით ვითხოვ „შუალედურ ღონისძიებას“, რომ რუსეთმა საომარი მოქმედებები შეაჩეროს“ – და ჩუმდება. „მიღებულია. სანამ შენობას დატოვებთ, მეილზე მომეცით ეს ორი წინადადება და სხვა რაც გაქვთ უკვე მზად, რომ საჩივარი ოფიციალურად შემოტანილად ჩაითვალოს“ – ვეუბნები. „გასაგებიაო“ – მგონი ასე მითხრა.

სასამართლოში მივბრუნდი. შენობაში უკვე ბნელა, ყველა წასულა, თან აგვისტოა… ვურეკავ, 8 აგვისტოს რომ მკითხა ბუზის შესახებ. არ პასუხობს. კიდევ მის ზევით მხოლოდ ერთი უფროსია. ვურეკავ და ვიცი, რომ არ იქნება. თუმცა, მპასუხობს. უნდა მოვიდე-მეთქი. ავედი იმ სართულზე, თანამშრომლები დაცინვით რომ ზეციერებას ვეძახით, შევედი და სკამზე დავენარცხე. სიბნელეა, მაგიდის ლამპა უნთია, შუბლზე ვინ დაითვლის რამდენი ნაოჭი აქვს, ღმერთო, და სათვალეებიდან დამცქერის. ვუყვები ამბავს და მეილიც უკვე ხელში მაქვს გორის ცეცხლიანი ფოტოებით. ვატყობ, რომ სასაცილო ვარ, სიტყვები მერევა, ავიაციის მაგივრად ბევრჯერ ვამბობ აერაციას. მაგრამ ხვდება, რომ ომში ავიაციაა ალბათ უფრო სწორი სიტყვა. განიხილავს ხვალვე სასამართლოო, მშრალად ამბობს.

მეორე დილას, საქმე სხვა იურისტს დააწერეს, რომელიც არც რუსი უნდა ყოფილიყო და არც ქართველი (მიუკერძოებლობა აუცილებელია და მეტყველების უნარიც არაა უსარგებლო).

განიხილეს, და კაცის კვლისგან თავის შეკავება მოპასუხეს და მომჩივანს ერთდროულად დაავალეს. ეს გადაწყვეტილება თავად სტრასბურგის სასამართლოსთვის ისტორიული და მისი მაღალი რეპუტაციის ღირსი გადაწყვეტილებაა.
EUROPEAN COURT OF HUMAN RIGHTS
GEORGIA-OSSETIA/

მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე თემა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ

esda

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილსა და მისი მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანს დღეს ბრალი წაუყენა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არცერთი თანამდებობა არ ნიშნავს იმუნიტეტს −  ეს ასეა ყველა სამართლებრივ, კულტურულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

იმ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინც 7 ნოემბრის დარბევა საკუთარ თავზე იწვნია, ეჭვი მაშინათვე არ ეპარებოდათ, თუ ვინ გასცა უიარაღო მომიტინგეებისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ბრძანება. თუმცა, პროკურატურამ, არაერთი თვის დაკვირვებული მუშაობის შედეგად, მხოლოდ გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ბრალის წაყენება. დღეს ჩვენ ყველამ ერთად შევიტყვეთ, რომ გამოძიება კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს და თავის ლოგიკურ დასასრულამდეც, იმედია, მივა.

მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მთავრობაში არავის სცალია, და არ უნდა ეცალოს, პროკურატურის გარდა. პროკურატურას აქვს ვალდებულება,  კანონის წინაშე ყველას თანაბრად მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება, მას გამოძიების მშვიდ პირობებში ჩატარების შესაძლებლობა მივცეთ. საბოლოოდ კი სასამართლო გადაწყვეტს, ვისი არგუმენტია უფრო წონადი. სასამართლო ამ მთავრობის პირობებში არის დამოუკიდებელი, რადგან მასზე აღმასრულებელი ხელისუფლება ზეწოლას არ ახორციელებს. უფრო მეტიც, იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ბოლო 18 თვის განმავლობაში არაერთი კანონი შემუშავდა. ვიმედოვნებ, ამგვარად გათავისუფლებული სასამართლო მიუკერძოებლობასაც გამოიჩენს და არ ექნება წინასწარ შემუშავებული, რომელიმე მხარისადმი სასარგებლო პოზიცია.

მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე თემა ჩვენს ცხოვრებაში. ის, როგორც ნებისმიერი მოქალაქე მსგავს სიტუაციაში, თავისუფლად შერჩეული ადვოკატის დახმარებით, დაიცავს თავის პოზიციებს. საკუთარ პოზიციებს დაიცავს პროკურატურაც. ჩვენ კი ვიყუროთ მომავლისაკენ, რომლის შენებასაც თითოეული მინისტრის და მოქალაქის მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება და რომელიც ევროპული და თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალია. მომავლის მთავრობებისა და ქვეყნის სწორი განვითარებისათვის კი აუცილებელია, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანაბარი.

მან მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა

 

edph

ცვლილება და სიახლე მეც ისევე მსურდა, როგორც სულ ყველას მაშინ.

მაგრამ ედუარდ შევარდნაძის შემცვლელად მიშა არ მინდოდა. თუ რატომ,დღეს არ გვინდა ამაზე.

არ მიყვარდა და არ მიყვარს პარლამენტში შესვლის კადრები,სადაც ტრიბუნაზე ავარდნილი პირტიტველა ბაჩო ახალაია მოჩანს თავმოწყვეტილი ვარდის ეკლიანი ღეროთი ხელში და ხანში შესული პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანას ზეიმობს. კარგია,რომ 11 წლის შემდეგ, ვარდების ხელისუფლების ჩვენ მიერ სცენიდან გაყვანას,ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ყოფილი პრეზიდენტი მოესწრო. ევროკავშირის გაფართოებაო,შევარდნაძე რომ იტყოდა 90-იან წლებში, ახალგაზრდა „საგარეოშნიკი“ვიყავი და მეღიმებოდა მაშინ,არ მჯეროდა…

ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ამაზე უცხოეთში ყველა ბევრს საუბრობს და მომავალში კიდევ მეტს ისაუბრებს. ჩვენი ქვეყანა მან პირველმა დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და თავისი რეპუტაციით „აიძულა“ მაშინდელი უცხოელები,დაენახათ საქართველო მსოფლიო რუკაზე. მან დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულის საშუალება მოგვცა. ყველაზე დიდი ოპონენტებიც კი მას უშიშარ და გამჭრიახ პოლიტიკოსად იხსენიებენ, რომელმაც იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობები მთლიანად შეცვალა.

სწორედ ეს შევა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში როგორც ქართული.

პატივს მივაგებ გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას.

 

 

 

ქართულ მიწას მოფრთხილება სჭირდება

mica

სახნავ-სათეს მიწას, როგორც სპეციალური ტიპის რესურსს, და მით უმეტეს ქართულ მიწას რომ მოფრთხილება სჭირდება, მეგონა ეს ყველას ესმოდა. ეს კარგად ესმით საფრანგეთში, პოლონეთში… ანდა, არ ჩამოვთვლი, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ესმით ყველა ევროპულ ქვეყანაში და იქ საკუთარ მიწას უფრთხილდებიან, იცავენ, მით უმეტეს თუ ის გლეხებისა და ფერმერებისათვის არის განკუთვნილი. სახნავ-სათესმა მიწამ, სასურსათო გაჭირვებისას, რომელიც მსოფლიოში ერთ დღეს მასშტაბური და გარდაუვალი იქნება, ჩვენი მომავალი თაობები ბევრი წლის მერე შიმშილისაგან უნდა იხსნას.

როგორც ჩანს, საქართველოს იურისტებში ეს ყველას არ ესმის, ან არ უნდა, რომ გაიგოს.

ლამაზია მოსამართლის მანტია, მაგრამ უფრო მთავარი მაინც ისაა, რომ საქმის განხილვისას მოსამართლემ ე.წ. პროპორციულობის ტესტი ჩაატაროს და განსაზღვროს, მორატორიუმის დროებითი ზომა რა მიზნით იყო ხელისუფლების მიერ შემოღებული და იყო თუ არა ეს ისეთი მიზანი, რომელიც დანარჩენ სხვა ასპექტებს გადაწონიდა. ბათუმის მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ ქართული მიწის დაცვა არ არის ის, რაც გადაწონის დანარჩენ სხვა არგუმენტს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, როცა მოსამართლე ხარ,  ყურადღება მიაქციო იმასაც, რომ მორატორიუმზე უკვე იყო კანონით დათქმები და გამონაკლისები შემოღებული, რომლებიც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარეობს, და აღარ წარმოადგენდა ეს დროებითი ზომა აბსოლუტურ აკრძალვას… ეს დათქმები ჩვენი მუშაობის პირველი შედეგი გახლდათ მიწის საკითხების უწყებათაშორის საბჭოში.

მორატორიუმი იმისთვის იყო შემოღებული, რომ რეგულაციებზე მუშაობა დაგვესრულებინა და შემოგვეღო წესები, რის მიხედვითაც უცხოელი, თუ ის სერიოზული ინვესტორი იქნებოდა, შეძლებდა მიწის ყიდვას, დამუშავებას, ბიზნესის წარმოებას, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობას. თუ ეს ასე არ იქნებოდა, ასეთ უცხოელს სახნავ-სათესი მიწის ყიდვა გაუჭირდებოდა. აი, ამ საკითხებზე ვმუშაობდით ეს თვეები ყველა ერთად და, როგორც ხვნისას იტყვიან, გავედით ბოლოში. თითქმის.

ამ დროს ბათუმიდან შემოგვითვალეს, არც ქართული მიწა გვაინტერესებს, არც ხვნა-თესვა და არც სასურსათო უსაფრთხოება და ინვესტიციებიო. ძველადაც გვაქვს რაღაც  მსგავსი გადაწყვეტილება გამოტანილი და იმას „დავაკოპიპეისტებთო“. და ასეც გააკეთეს. მორატორიუმი მოხსნეს და ასე უწესებოდ დატოვეს ქვეყანა.

სხვა არაერთ დავაზე მოგიწევთ პროპორციულობის ტესტის ჩატარება, ბატონებო, და მოდით, ერთად წავიკითხოთ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, ვისწავლოთ როგორ კეთდება ეს. არ არის ეს დაუძლეველი საქმე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გუშინ შევიდა. ოქროს პრეცედენტი ეს ვერ იქნება. სხვა თუ არაფერი, გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ყოველ გვერდზე ძველ გადაწყვეტილებას ეყრდნობა, რომელიც საერთოდ მოსატანი არ იყო.

ვინც ამ გადაწყვეტილებით შეშფოთდა, გამხნევდეს, რადგან ჩვენ უკვე ამ თვეში შევიტანთ პარლამენტში დასამტკიცებლად რეგულაციებს, რის შემდეგაც დაცული იქნება როგორც ქართული მიწა და მისი სასოფლო-სამეურნეო ხარისხი, ასევე უცხოელი ინვესტორის ინტერესიც.

 

 

ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი

selfie

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა დღეს ყველამ ერთად ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ხელმოწერა განვახორციელეთ ყველამ ერთად – ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა. ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ფარავს და ეხება მთლიანად საქართველოს, ის ფარავს და ეხება ყველა ინდივიდს, იქნება ის თბილისში, ოზურგეთში, ცხინვალში, სოხუმში თუ საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილას. მთავარია, ინდივიდებმა მოინდომონ, რომ ამ პროცესში ჩაერთონ და სარგებელი მიიღონ.

ეს ხელშეკრულება არის დასტური. დასტური იმისა, რომ საქართველო საკუთარი, თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფოს შენებას აგრძელებს და რომ ქართველი ხალხი ამ შენებაში არ დაღლილა მიუხედავად სირთულეებისა.

დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ქართველ ხალხს სურს, მისი სამშობლო მრავალი თაობის მერეც დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ არსებობდეს. ამას კი შეუქცევადი საფუძვლების ჩაყრა ჭირდება. ერთ-ერთი ასეთი საფუძველია დღევანდელი დღე.

ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, თავისუფალი ინდივიდები, ევროპული განათლების მქონე ახალგაზრდები, კომპეტენტური და ქვეყნის ერთგული საჯარო მოხელეები, თავისუფალი ბაზარი და ძლიერი ეკონომიკა სჭირდება.

ამ ყველაფრის მიღწევა საქართველომ დიდი ხანია ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო. დღეს კი, თაობების მიერ ძველად დაწყებული, საქართველოს დამოუკიდებლობის მშენებლობის ერთი ისტორიული ეტაპის წარმატებას მოეწერა ხელი.

პრივილეგიაა, იყო იმ თაობის წარმომადგენელი, ვინც ამას მოესწრო.

მომდევნო ეტაპები წინაა და ასევე შრომას მოითხოვს, რაც არაფერია იმასთან შედარებით, რისი გადატანაც ჩვენს წინაპრებს უწევდათ თავისუფლებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით.

ვულოცავ ამ ისტორიულ ფაქტს საქართველოს ყველა მოქალაქეს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენსავით უხარია დღევანდელი დღე!

 

 

 

ერთი სიტყვით, ნორმალური ქვეყანა ვხდებით

Imageროგორც შარშან, საპარლამენტო არჩევნებში, ახლაც, საარჩევნო დღის ბოლოს, ქვეყანა გამოვიდა გამარჯვებული.  ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საზოგადოებაში თანხმობას, ქვეყანაში სიმშვიდეს, სახელმწიფო სტრუქტურებში რეფორმების გაგრძელებას, საგარეო ასპარეზზე ევროპისკენ განუხრელ სვლას და სახელმწიფოებრიობის გამყარებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ხალხმა ხმა მისცა წინსვლას, რომლის გარანტიც გიორგი მარგველაშვილია. დღევანდელი შედეგით, ხალხმა დადებითად შეაფასა ის ერთწლიანი საქმიანობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ, პრემიერ-მინისტრის მიერ დასახული კურსის შესაბამისად, ხელისუფლებაში ყოფნისას განახორციელა.

დღეიდან, სახელმწიფოსთვის ახალი, არანაკლებ რთული სამუშაო პროცესი იწყება, მაგრამ ეს პროცესი იქნება მშვიდი, ისტერიისგან, სპონტანურობისგან, გაუაზრებელი ქმდებებისგან თავისუფალი.

მთლიანად ხელისუფლება, ახლა უკვე პრეზიდენტის ჩათვლით, განსხვავებულად იმუშავებს და არაფერში ამ მხრივ არ ემსგავსება წინა ხელისუფლებას. სხვანაირი ხელისუფლების ეს სხვანაირი სტილი აგრეთვე სხვანაირი მიდგომების გამომუშავებას მოითხოვს მასთან მომუშავე ჯგუფებისაგან, ჟურნალისტებისაგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან… მათთვისაც ეს სერიოზული გამოწვევაა.

ერთი სიტყვით, ნორმალური ქვეყანა ვხდებით. რა კარგია.